კევინ დურანტი რასელ უესტბრუკი ჯეიმს ჰარდენი ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც ჯერ სიეტლის, შემდეგ კი ოკლაჰომას მაცხოვრებლებს იმედი დაუბრუნეს. იმედი, რომ მათი საყვარელი გუნდი კრიზისიდან გამოვიდოდა და ნელ-ნელა ძველ დიდებას დაიბრუნებდა. მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, როგორ იზრდებოდნენ ერთად ეს ბიჭები და ყველა ხედავდა, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა იმ გუნდს. "წელს ლებრონისაა ბეჭედი, ალბათ შემდეგ წელსაც და აი, მერე უკვე "ოკლაჰომა" აიღებს" ეს ფრაზა 2011-12 წლებში ძალიან ბევრჯერ მომისმენია. იმ დროს "ჰიტი" დომინანტი იყო და ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ჩემპიონობას სხვა გუნდი იზეიმებდა, მაგრამ ვიცოდით, რომ "თანდერის" დღეც დადგებოდა. ამ ციტატაში სიტყვა "უკვე" ძალიან ღრმაა და ბევრს ნიშნავს. ის ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს რაღაც ახლოვდება, საკალათბურთო აპოკალიფსის მსგავსი და თუ სხვა გუნდებს რაიმეს მიღწევა სურთ, ძალიან უნდა იჩქარონ. რეალურად, ასეც იყო. გულის სიღრმეში კობის, დანკანისა და ლებრონის თითოეულმა გულშემატკივ