Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2017

დასასრული თუ დასაწყისი?

      მაშინ, როდესაც მთელი საკალათბურთო სამყარო "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" ზედიზედ მესამე სუპერფინალს მოუთმენლად ელის და ყველა ვებ-გვერდი  თუ  სოციალური ქსელ ი  (რომელიც ცალსახად ყოველთვის "ფეისბუქია") სწორედ ამ ორი გუნდის მოთამაშეების და უკანასკნელი მატჩების "ჰაილაითებითაა" აჭრელებული, ალბათ, საინტერესო იქნება ცოტა თემიდან გადახვევა ისე, რომ მაინც  თემის ირგვლივ ვიტრიალოთ.                      შესავალი ცოტა ჩახლართულად თუ მოგეჩვენათ და სათაურთან დაკავშირებისას კიდევ უფრო  დაიბენით, შევეცდები, უკეთ აგიხსნათ:   პლეი-ოფის არც განვლილ და არც მიმდინარე სტადიაზე,  არც კონფერენციის ფინალებზე და არც ზემოთხსენებულ შესაძლო სუპერფინალზე მსურს დაწერა . დღეს რეგულარულზე და ჩემთვის ყველაზე, ყველაზე დიდ ინტრიგაზე  მინდა გესაუბროთ.        ისევე, როგორც თითქმის ყველა სეზონის დაწყების წინ, ხშირად გვესმოდა ან თვალში გვხვდებოდა   ფრაზები  და მოლოდინები  მომავალი განუმეორებელი  რეგულარულის  შესახებ. ყველაზე ხშირად, ხალხი საუბრო