Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2020

LA Lakers - დიდი ბიჭებით, დიდი მიზნებისკენ

კალიფორნია გაჩერებულია. და გაჩერებულია მთელი მსოფლიო. ეს სპორტს არ ეხება. პრიორიტეტები. პლანეტა გადაეწყო და ისვენებს ყველაფერი - „ჰოლივუდი“, „დისნეილენდი“, “Silicon Valley” ( ქართული თარგმანი არ მომწონს), აშშ და ა.შ. კინო, გართობა და არასამედიცინო ტექნოლოგიები ახლა მეორეხარისხოვანია. სძინავს საკრამენტოს, სან ფრანცისკოს, პალო ალტოსა და ლოს-ანჯელესსაც კი. სახლიდან გასვლისგან (ბევრისაგან განსხვავებით) ტერმინატორიც კი თავს იკავებს. თვლემს მეფეც და „აკიმარებს“ მის იარაღს - ამ საუცხოო შტატის მთავარ სპორტულ მოვლენას. „აკიმარებს“ ახლა, თორემ მანამდე ისეთი ძილი „გამოაცხო“, დათვსაც რომ შეშურდება. კალიფორნიას უნახავს ყველაფერი, ტომებით დაწყებული და 4 მილიონიანი მეგაპოლისით დამთავრებული. ახსოვს ესპანელები, მექსიკელები, კოლონიზაცია და მონობა. კალიფორნია გამორჩეულია. 2 საუკუნის წინ აქ მონათმფლობელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, დღეს კი, ის რომ ქვეყანა იყოს, ეკონომიკურად მხოლოდ აშშ-ს, ჩინეთს, იაპონიასა და გერმანიას ჩამორჩებოდა- თავად განსაჯეთ. ყველაფრის მიუხედავად, მაინ