კალიფორნია გაჩერებულია. და გაჩერებულია მთელი მსოფლიო.
ეს სპორტს არ ეხება.
პრიორიტეტები.
პლანეტა გადაეწყო და ისვენებს ყველაფერი - „ჰოლივუდი“,
„დისნეილენდი“, “Silicon
Valley”
(ქართული თარგმანი
არ მომწონს), აშშ და ა.შ. კინო, გართობა და არასამედიცინო ტექნოლოგიები ახლა მეორეხარისხოვანია.
სძინავს საკრამენტოს, სან ფრანცისკოს, პალო ალტოსა და ლოს-ანჯელესსაც კი. სახლიდან
გასვლისგან (ბევრისაგან განსხვავებით) ტერმინატორიც კი თავს იკავებს. თვლემს მეფეც
და „აკიმარებს“ მის იარაღს - ამ საუცხოო შტატის მთავარ სპორტულ მოვლენას. „აკიმარებს“
ახლა, თორემ მანამდე ისეთი ძილი „გამოაცხო“, დათვსაც რომ შეშურდება.
კალიფორნიას უნახავს ყველაფერი, ტომებით დაწყებული და
4 მილიონიანი მეგაპოლისით
დამთავრებული. ახსოვს ესპანელები, მექსიკელები, კოლონიზაცია და მონობა.
კალიფორნია გამორჩეულია.
2 საუკუნის წინ აქ მონათმფლობელობა ჩვეულებრივი ამბავი
იყო, დღეს კი, ის რომ ქვეყანა იყოს, ეკონომიკურად მხოლოდ აშშ-ს, ჩინეთს, იაპონიასა
და გერმანიას ჩამორჩებოდა- თავად განსაჯეთ.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც არსებობს ერთი რამ, რაც
აქ არ იციან. კალიფორნიას არ ახსოვს მეფე და ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მასთან შეგუება
21-ე საუკუნეში მოუწევდა. აქ უყვართ ჯადოქრები და დიდი ბიჭები, უდიდეს პატივს სცემენ
ლოგოს და აღმერთებენ გველს.
ლებრონი
აქ 2 წლის წინ ზარ-ზეიმითა და დიდი გეგმებით გადმოიყვანეს და ყველა რაღაც განსაკუთრებულს
ელოდა. ელოდნენ პროგრესს, მრავალწლიანი „დრაფტობანას“ შედეგს და ბოსტონთან ანგარიშის
გათანაბრებას. მწვადი დაიწვა და ზედ მიჰყვა შამფურიც - ჯეიმსმა ტრავმა მიიღო, დანარჩენები კი მოიშორეს. ცოტა უხეში ნათქვამია,
მაგრამ სხვას ვერაფერს ვუწოდებ მოქმედებას, რომლის შედეგადაც „პელიკანსს“ ლამის ნიკოლსონიც
მისცეს, ოღონდ დევისი გადმოეყვანათ. მწვრთნელიც
გაუშვეს, ოღონდ არა ნიუ-ორლეანში (ვერ შეტენეს, ალბათ).
ბევრისთვის მიუღებელი, ზოგისთვის კი საოცნებო გაცვლის
შემდეგ „წარბა“ ლოს-ანჯელესში გადავიდა და „ლეიკერსი“ კარგად ნაცნობ გზას დაუბრუნდა
- „თუ ჩემპიონობა გვინდა, ლიგის საუკეთესო „მაღალი“ აუცილებლად აქ უნდა იყოს“.
მაშინ არ მომეწონა, ვაღიარებ.
ლონზო,
ინგრამი, ჰარტი,
2019
წლის დრაფტის მე-4 არჩევანი, და კიდევ 2 პიკი შემდეგ წლებში
- ეს არის დევისის საფასური. დადიოდა ჭორები, რომ „პელიკანსი“ უფრო კუზმათი ინტერესდებოდა, ვიდრე ინგრამით, მაგრამ
„ლეიკერსმა“ კაილი არაფრით დათმო და ის
გუნდის მე-6 კაცად გადააქცია. მოდი, ამ გაცვლას ჩავუღრმავდეთ.
გაცვლის შემდეგ, დევისის გარდა გუნდში ლებრონი,
კუზმა, ბონგა და ვაგნერი დარჩნენ.
უკანასკნელი ორი მოთამაშე ჩვენც ისევე გადავშალოთ, როგორც ეს „ლეიკერსმა“ გააკეთა:
ჯეიმსი
თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა, დანარჩენი ორი - გაცვლით. კუზმა ის ერთადერთი სარგებელია, რომელიც გუნდმა
მოზგოვის მოშორებით მიიღო - 2017 წლის დრაფტამდე
რამდენიმე დღით ადრე მეჯიქმა გუნდს კიდევ ერთი უფუნქციო, ზორბა რუსი მოაშორა და ამისათვის
მსხვერპლად დეანჯელო გაიღო. 3 წლის წინ
ეს ლოგიკურად ჩანდა - ყველამ იცოდა, რომ მე-2 არჩევანს მეჯიქი და პელინკა ლონზოს ასაყვანად გამოიყენებდნენ და რასელიც
სარფიანად გაიცვალა.
რასელი + მოზგოვი
= ბრუკ ლოპესი + კუზმა.
ლოპესმა
1 წლის შემდეგ გუნდი დატოვა, კუზმა - დარჩა.
სავარაუდოდ, სწორედ კუზმასა და ლებრონის გუნდში ყოფნას შეეწირა „ლეიკერსის“
ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - ჯულიუს რენდლი, რომელსაც გუნდმა ახალი კონტრაქტი უბრალოდ
არ შესთავაზა.
ლებრონის
მოსვლისთანავე გუნდმა უახლოესი მომავლისთვის სახელფასო ჭერის გათავისუფლება დაიწყო
- ჯულიუსს მიხაილიუკი მიჰყვა, მიხაილიუკს
-ზუბაცი და ბიზლი, შემდეგ იყო ხმაურიანი გაცვლა და ხურდად მორჩენილი ბონგა-ვაგნერის დუეტიც თავის ფასში „გასაღდა“.
შედეგიც ბევრისთვის მიუღებელი და ზოგისთვის - სანატრელი:
3 მოთამაშე და ერთი მაქსიმალური კონტრაქტის შანსი.
კავაი
და პოლ ჯორჯი.
ოკლაჰომასა და „კლიპერსის“ გაცვლის შემდეგ, პელინკამ
რამდენიმე საათში შეკრა ის შემადგენლობა, რომლითაც გუნდი უკვე მთელი სეზონია თამაშობს
და არცთუ ურიგოდ - „ლეიკერსი“ დასავლეთის კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს და ბიჭებიც
ბეჭდის მო(რ)გების მთავარი კანდიდატები არიან.
რა დაგვანახა განვლილმა 63-მა შეხვედრამ, რა მოგვწონს
და რას შევცვლიდით?
გუნდი ნამდვილად დაბალანსებულია და, თითქოს, ყველამ
ძალიან კარგად იცის საკუთარი როლი და ადგილი - „ლეიკერსი“ გამორჩეულია, როგორც დაცვაში,
ისე შეტევაში. შიგადაშიგ Showtime-ის ელემენტებსაც ვხედავთ და ეს არამხოლოდ ამ ლეგენდარული
„ფრენჩაიზის“ გულშემატკივრებს გვსიამოვნებს. ყველასთვის გასახარია, როდესაც „სელტიქსს“
და „ლეიკერსს“ ჩემპიონობის კანდიდატთა შორის ვხედავთ.
PG ჯეიმსი
SG ბრედლი
SF გრინი
PF დევისი
C მაკგი
შეტევაში გუნდი სწორედ ასე თამაშობს, დაცვისას კი, მეტოქის
ძლიერი და სუსტი წერტილებიდან გამომდინარე, უამრავი განსხვავებული სტილის შემოთავაზება
შეუძლია. ბრედლი-გრინის დინამიური დუეტი
პერიმეტრზე, დევისი-მაკგის წყვილი სამწამიანში
და ორივე ზონის კარგად დამზღვევი ლებრონი
- როდესაც ბიჭები ინდომებენ, „ლეიკერსის“ წინააღმდეგ მარტივი ქულების აღება ძალიან,
ძალიან რთულია.
დევისის
გამოკლებით, ძირითადი ხუთეულის საშუალო ასაკი 32 წელია, რაც, ბუნებრივია, ვოგელს მათი
მაქსიმალურად დასვენებისკენ უბიძგებს, მაგრამ მეტოქე დიდ შვებას ვერც სათადარიგო ბიჭების
წინააღმდეგ შეტევისას გრძნობს - პოუპი,
რონდო და კარუზო პერიმეტრზე ერთმანეთს ეცვლებიან, სამწამიანის დასაცავად კი ჰოვარდი შემოდის. ანალიზი თქვენთვის მომინდია.
კრიტერიუმი
|
საშუალო მაჩვენებელი
1 შეხვედრაში
|
ადგილი ლიგაში
|
დაფარება
|
6.8
|
1
|
ჩაჭრა
|
8.6
|
4
|
მოხსნა
|
46.1
|
8
|
მიღებული ქულა
|
106.9
|
3
|
მეტოქის 2 ქულიანი ტყორცნის %
|
50.6
|
6
|
მეტოქის 3 ქულიანი ტყორცნის %
|
34.2
|
3
|
დაცვითი რეიტინგი
|
105.5
|
3
|
ორიოდე სიტყვით შეტევასაც შევეხოთ. „ლეიკერსის“ ქულათა
55.6% ორქულიან ტყორცნებზე მოდის, რომელთა უმრავლესობაც, თავის მხრივ, სამწამიანში
ბურთის ჩაგდების შედეგად გროვდება, სადაც ლებრონი,
დევისი, მაკგი და ჰოვარდი უმნიშვნელოვანეს
სამუშაოს ასრულებენ. ამ გუნდის ერთ-ერთი ხიბლი სწორედ ისაა, რომ თანამედროვე სტილისაგან
განსხვავებულ, უფრო ტრადიციულ, მაღალ მოთამაშეებზე გათვლილ კალათბურთს თამაშობს. ქულათა
დანარჩენ 44.4%-ს კი გუნდი სამქულიანი (29.4%) და საჯარიმო (15%) ტყორცნებით აგროვებს.
წელს მეფე და მისი ამალა ნამდვილად დინამიურ, გუნდურ, სანახაობრივ და შედეგიან შოუს
დგამს და ეს დიდხანს დაგვამახსოვრდება.
კრიტერიუმი
|
საშუალო მაჩვენებელი
1 შეხვედრაში
|
ადგილი ლიგაში
|
ქულა
|
114.3
|
7
|
სწრაფ შეტევაში აღებული ქულა
|
19.2
|
2
|
ძირითადი ხუთეულის ქულა
|
75.4
|
13
|
სკამიდან აღებული ქულა
|
38.9
|
12
|
სამწამიანში აღებული ქულა
|
50.4
|
2
|
საჯარიმო სროლა
|
17.3
|
17
|
ქულათა სხვაობა
|
+7.4
|
2
|
შედეგიანი გადაცემა
|
25.9
|
9
|
2 ქულიანი ტყორცნის %
|
55.6
|
2
|
3 ქულიანი ტყორცნის %
|
35.5
|
19
|
დაკარგვა
|
14.6
|
23
|
შეტევითი რეიტინგი
|
112.6
|
4
|
რიცხვები ყველაფერზე მეტყველებს - ფაქტია, რომ გუნდი
დაცვაში თამაშით უფრო გამოირჩევა, ვიდრე - შეტევაში. „ლეიკერსს“ არ ჰყავს კარი-ტომპსონი-დურანტის ტრიო. მეტიც, გუნდში
ლებრონისა და დევისის გარდა საერთოდ არ მოიძებნება სტაბილური შემტევი. ამის დასტურად,
ცოტა ინდივიდუალურ სტატისტიკასაც გადავხედოთ:
- დევისი - 26.7 ქულა
- ჯეიმსი - 25.7
- კუზმა - 12.5
- ქოლდველ-პოუპი - 9.5
- ბრედლი - 8.6
- გრინი - 8.2
- ჰოვარდი - 7.7
- რონდო - 7.1
- მაკგი - 6.8
- კარუზო - 5.4
როგორც ხედავთ, გუნდის საშუალო 114.3 ქულიდან 52.4
(45.8%) ორ მოთამაშეზე მოდის, მესამე შემტევთან განსხვავება კი ორმაგზე მეტია.
ორ კალათბურთელზე აწყობილი გუნდის იდეალური(?) მაგალითი.
„ლეიკერსი“ კარგია, მაგრამ მისი სრულყოფა, ცხადია, შესაძლებელია.
გუნდის სუსტი წერტილები თუ ჩვენთვისაც აშკარაა, ბუნებრივია, ამას პელინკაც ძალიან კარგად
ამჩნევს. შესაბამისად, შუა სეზონში გუნდი ორი კარგი შემტევით გაძლიერდა:
მარკიფ მორისი
ქულა
|
მოხსნა
|
გადაცემა
|
სროლის %
|
3-ქულიანის %
|
|
კარიერა
|
11.5
|
5.4
|
1.7
|
44.5
|
38.6
|
2019-2020
|
10.1
|
3.8
|
1.4
|
44.8
|
34.4
|
დიონ ვეიტერსი
ქულა
|
მოხსნა
|
გადაცემა
|
სროლის %
|
3-ქულიანის %
|
|
კარიერა
|
13.2
|
2.7
|
2.8
|
41.2
|
34.8
|
2019-2020
|
9.3
|
3.7
|
1
|
38.5
|
47.1
|
ერთი შეხედვით, „ლეიკერსმა“ სწორედ პერიმეტრიდან შეტევის
გაძლიერებაზე იზრუნა და დიდად ვერც გავამტყუნებთ - ორივე მოთამაშე მაღალი დონისაა და
სწორედ ის დადებითი მხარეები აქვთ, რაც გუნდს სჭირდებოდა, მაგრამ არ შეიძლება იმის
არ აღნიშვნა, რომ ორივე მათგანს, მარტივად რომ ვთქვათ, აუტანელი ხასიათი აქვს და მეეჭვება,
ლოს-ანჯელესი მათი ხანგრძლივი ნავსაყუდელი გახდეს. მეტიც, ვეიტერსს ამ სეზონში სულ 3 თამაში აქვს ჩატარებული, ახალი გუნდის მაისურით
კი პარკეტზე ჯერ არ გვინახავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდს ზაფხულში გაძლიერება სჭირდება
და ვნახოთ, რის საშუალება აქვთ ლოს ანჯელესში. ქვემოთ ჩემს პირად აზრებს გაგიზიარებთ
და თქვენს განსხვავებულ შეხედულებებსაც სიამოვნებით მოვისმენ.
რა სჭირდება გუნდს?
- პერიმეტრიდან უკეთესად შეტევა
- მინიმუმ(!) 1 სტაბილური შემტევი (საშუალოდ 15+ ქულა)
რა არის შესანარჩუნებელი?
- დაცვაში თამაში
- ძირითადი ბირთვი
- სათამაშო სტილი
გაძლიერების 2 ვარიანტი არსებობს - გაცვლა და თავისუფალი
აგენტის დამატება. თავისუფალი აგენტების ბაზარი წელს საკმაოდ მწირი და ვარსკვლავებით
ნაკლებად დატვირთულია, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის ადგილი, სადაც „ლეიკერსი“
საკუთარ ოქროს თევზს დაიჭერს.
სანამ თითოეულზე საუბარს დავიწყებდე, დავაკონკრეტებ,
რომ გუნდის მთავარი ამოცანა ზაფხულში ენტონი დევისის შენარჩუნება იქნება,
რაც, სავარაუდოდ კალიფორნიელთათვის სასურველი შედეგით დასრულდება.
ახლა კი, მოკლედ თავისუფალ აგენტებზე გავისაუბროთ. სია
შემდეგნაირად გამოიყურება:
·
ბრენდონ ინგრამი (შეზღუდული - შ)
·
დემარ დეროუზანი (მოთამაშის არჩევანი - მ.ა.)
·
დანილო გალინარი (თავისუფალი - თ)
·
გორდონ ჰეივორდი (მ.ა.)
·
ფრედ ვანვლიტი (თ)
·
ბოგდან ბოგდანოვიჩი (შ)
·
ჯო ჰარისი (თ)
·
მონტრეზლ ჰარელი (თ)
·
ევან ფურნიე (მ.ა.)
·
მარკუს მორისი (თ)
·
ჯერემი გრანტი (მ.ა.)
·
ანდრე დრამონდი (მ.ა.)
·
ოტო პორტერი (მ.ა.)
·
სერჟ იბაკა (თ)
·
გორან დრაგიჩი (თ)
·
ჰასან უაითსაიდი (თ)
·
პოლ მილსეპი (თ)
·
დერიკ ფეივორსი (თ)
·
დემარკუს ქაზენსი (თ)
·
დეივის ბერტანსი (თ)
·
მარკ გაზოლი (თ)
·
ტიმ ჰარდევეი (მ.ა.)
·
ჯორდან კლარკსონი (თ)
·
დარიო სარიჩი (შ)
·
ჯეი კრაუდერი (თ)
·
ტრისტან ტომპსონი (თ)
·
კენტ ბეიზმორი (თ)
·
ჯეფ ტიგი (თ)
·
რეჯი ჯექსონი (თ)
·
დუაით ჰოვარდი (თ)
·
კარმელო ენტონი (თ)
რაც შეეხება „ლეიკერსის“ შემადგენლობას მომავალ სეზონში,
გუნდთან კონტრაქტი ეწურებათ ჯარედ დადლის,
დუაით ჰოვარდს, მარკიფ მორისსა და დიონ ვეიტერსს.
ენტონი დევისი, ქოლდველ-პოუპი, ბრედლი, მაკგი და რონდო კი მოთამაშის არჩევანის უფლებას ფლობენ, რაც მათ საშუალებას აძლევს,
პირადი თუ გუნდის ინტერესების გათვალისწინებით, არსებული კონტრაქტი გაწყვიტონ და ძალები
სხვა გუნდში მოსინჯონ ან კალიფორნიაში დარჩნენ, განსხვავებული პირობებით. უკვე ცნობილია
დევისის პოზიცია, რომელმაც კონტრაქტის
1 წლით გახანგრძლივება იუარა და ზაფხულში, სავარაუდოდ, 2+1 ან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს
ხელს.
შესაბამისად, „ლეიკერსის“ შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის
ასეთია:
მოთამაშე
|
ხელფასი ($)
|
ასაკი
|
ლებრონ ჯეიმსი
|
39,219,565
|
35
|
დენი გრინი
|
15,365,854
|
32
|
ქუინ კუკი
|
3,000,000
|
27
|
ალექს კარუზო
|
2,750,000
|
26
|
კაილ კუზმა
|
3,562,178
|
24
|
ტაილენ ჰორტონ-ტაკერი
|
1,517,981
|
19
|
ჩავთვალოთ, რომ „ლეიკერსი“ და დევისი 5 წლიან, 200+ მილიონიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომელიც მას მომავალ
სეზონში დაახლოებით 35 მილიონს მოუტანს. გავითვალისწინოთ, რომ 99%-ით გუნდი ჰოვარდს ან ქაზენსს დაიტოვებს. ამას ემატება ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სულელური
და პრობლემური კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, გუნდმა კიდევ 2 სეზონის განმავლობაში
5-5 მილიონი ლუოლ დენგს უნდა უხადოს. შესაბამისად,
მოთამაშეთა ხელფასები ჯამში დაახლოებით
108.8 მილიონი ამერიკული დოლარია. სავარაუდოდ, კონტრაქტს შეინარჩუნებს ქოლდველ-პოუპი, მაკგი და ბრედლიც (რადგან ნამდვილად არ აქვთ ისეთი სეზონი,
რომ რომელიმე ძლიერმა გუნდმა მეტი შესთავაზოს), რაც გუნდისათვის დამატებითი 17.7 მილიონია.
ამ შემთხვევაში გუნდს ჰყავს 11 მოთამაშე, რომელსაც ჯამში 126.5 მილიონი უნდა გადაუხადოს.
მომავალ სეზონში, NBA-ში სახელფასო ჭერი 117 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო,
მაგრამ, შესაძლოა, მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ ეს რიცხვი ოდნავ შეამციროს, რადგან,
როგორც მოგეხსენებათ, სახელფასო ჭერი ლიგის მიერ წინა სეზონში „მოგებული“ თანხით განისაზღვრება.
ამის მიუხედავად, რთულად სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი 115 მილიონს ჩამოცდეს (ყველაზე
ცუდი ვარიანტი მიმდინარე სეზონის ჭერია, რაც 109.14 მილიონ დოლარს უდრის), შესაბამისად,
2 მილიონი დოლარი ვერ იქნება ის თანხა, რომელიც ისეთი გუნდის გეგმებში, როგორიც „ლეიკერსია“,
მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს. რაც არ უნდა მოხდეს, 115 იქნება ჭერი თუ 117, ეს „ლეიკერსისთვის“
ავტომატურად ჯარიმის გადახდის ტოლფასია. თუმცა, თუ ბოლო წლების სტატისტიკას შევხედავთ,
უნდა ვივარაუდოთ, რომ კალიფორნიელები ხელფასებისთვის ჯამში დაახლოებით მინიმუმ 134
მილიონს გამოყოფენ, გუნდის განაცხადში კი 14-15 მოთამაშე იქნება.
უხეშად რომ დავიანგარიშოთ, გუნდს რჩება 3 თავისუფალი
ადგილი და 7.5 მილიონი დოლარი.
დავუბრუნდეთ თავისუფალ აგენტებს და მარტივად ვთქვათ,
ვინ შეიძლება გუნდს გამოადგეს და ვინ - არა.
როგორც უკვე ვთქვით, გუნდს არ სჭირდება ახალი მაღალი,
შესაბამისად, ჰარელი,
მორისი, გრანტი, დრამონდი,
იბაკა, უაითსაიდი, მილსეპი, ფეივორსი, გაზოლი, სარიჩი და ტომპსონი, სავარაუდოდ, „ლეიკერსის“ ინტერესის სფეროში არ ხვდებიან, თუ
მაკგი არ გაიცვალა (ამაზე ქვემოთ).
„პელიკანსისგან“ იქნება ეს თუ „ანადოლუ ეფესისგან“,
ინგრამი მაქსიმალურ კონტრაქტს მიიღებს,
შესაბამისად, ეს ვარიანტიც გამოირიცხა. კლარკსონი
რომ გუნდის ინტერესებში შედიოდეს, 2 წლის წინ არ „მოიშორებდნენ“. ბეიზმორი არც იმდენად კარგია, რომ ამ გუნდში
მესამე შემტევად მოიაზრო.
დეროუზანს
ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს, მაგრამ არ არის ის, ვინც „ლეიკერსს“ სჭირდება + ხელფასი...
იმავეს ვიტყვი ჰეივორდსა და პორტერზე.
რაც შეეხება დანარჩენებს, მათ მოკლე აღწერას ცხრილის
სახით შემოგთავაზებთ.
სტატუსი
|
ასაკი
|
მიმდინარე ხელფასი
(მილიონი აშშ დოლარი)
|
რატომ „ლეიკერსი“?
|
აქვს თუ არა მიმდინარე
ხელფასზე მაღალის იმედი?
|
|
დანილო გალინარი
|
თ
|
31
|
22.6
|
ჩემპიონობის შანსი, „კლიპერსისთვის“
იმის დამტკიცება, რომ არ უნდა გაეცვალათ
|
არა
|
ფრედ ვანვლიტი
|
თ
|
26
|
9.3
|
არ ვიცი
|
კი
|
ბოგდან ბოგდანოვიჩი
|
შ
|
27
|
8.5
|
ჩემპიონობის შანსი
|
კი
|
ჯო ჰარისი
|
თ
|
28
|
7.7
|
ჩემპიონობის შანსი
|
კი
|
ევან ფურნიე
|
მ.ა..
|
27
|
17.1
|
ჩემპიონობის შანსი
|
კი
|
გორან დრაგიჩი
|
თ
|
33
|
19.2
|
ჩემპიონობის შანსი
|
არა
|
დეივის ბერტანსი
|
თ
|
27
|
7
|
ჩემპიონობის შანსი
|
კი
|
ტიმ ჰარდევეი ჯრ.
|
მ.ა..
|
28
|
20
|
ჩემპიონობის შანსი
|
კი
|
ჯეი კრაუდერი
|
თ
|
29
|
7.8
|
ჩემპიონობის შანსი,
ბრედლი
|
შეიძლება
|
ჯეფ ტიგი
|
თ
|
31
|
19
|
ჩემპიონობის შანსი
|
არა
|
რეჯი ჯექსონი
|
თ
|
30
|
17.8
|
ჩემპიონობის შანსი,
|
არა
|
კარმელო ენტონი
|
თ
|
35
|
2.2
|
ჩემპიონობის შანსი, ლებრონი
|
მეეჭვება
|
სავარაუდოდ, „ლეიკერსისთვის“ პრიორიტეტული ერთწლიანი
კონტრაქტია და ამის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებ. შესაბამისად, რამდენიმე კანდიდატის
გამორიცხვის საშუალებას ეს ცხრილის გვაძლევს.
მაგალითად, ვანვლიტისთვის
„ლეიკერსთან“ და არც რომელიმე სხვა გუნდთან მოკლევადიანი ხელშეკრულება პრიორიტეტი არაა.
ის პირველად ხდება თავისუფალი აგენტი და თუ წარსულში მსგავსი ტიპის და როლის მოთამაშეების
ისტორიას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, უპირატესობას ფინანსურ მხარეს მიანიჭებს, რაც
მის უახლოეს მომავალს კალიფორნიას კიდევ უფრო დააშორებს.
ბოგდანოვიჩით
რომ „ლეიკერსი“ ზამთარშიც ინტერესდებოდა, ესეც გვახსოვს. სერბი შეზღუდული უფლებების
მქონე თავისუფალი აგენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყველა გუნდის წინადადება
განიხილოს და შემდეგ მისთვის საუკეთესო ვარიანტი აირჩიოს, მაგრამ „ქინგზს“, ლიგის წესების
მიხედვით, შეუძლია ბოგდანს შერჩეული კონტრაქტი თავად გაუფორმოს, რაც მას ავტომატურად
საკრამენტოში დატოვებს (მაგალითად, თუ „ლეიკერსი“ მას 2 წლიან, 25 მილიონიან შეთავაზებას
გაუკეთებს და „ქინგზი“ ბოგდანოვიჩისთვის
იდენტური კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იქნება, ბოგდანი გუნდში დარჩება და მომდევნო
2 სეზონის განმავლობაში 25 მილიონს მიიღებს). თუმცა, აქ პელინკას ერთგვარი „ეშმაკობის“
გამოყენება შეუძლია, რადგან საკრამენტოელებს ჰყავთ ბადი ჰილდი, რომელიც შემდეგ სეზონში 24.5 მილიონ დოლარს მიიღებს და აქვეა
დე’არონ ფოქსი,
რომელიც გუნდის მთავარი ამომავალი ვარსკვლავია და 1 წლის შემდეგ ისიც თავისუფალი აგენტი
ხდება. შესაბამისად, „ქინგზს“ მის შესანარჩუნებლად საკმაოდ „მსუყე“ კონტრაქტის მოფიქრება
მოუწევს და ამ გარემოებების გათვალისწინებით, ნამდვილად არსებობს ოქროს შუალედი „ლეიკერსის“
შესაძლებლობებსა და საკრამენტოს პრიორიტეტებს შორის.
ფურნიე, ჰარისი,
ჰარდევეი - ამ ეტაპზე მათი დამატება წარმოუდგენელი ჩანს. იქვეა
ბერტანსიც, მაგრამ მისი გადმოყვანის შანსი
„ლეიკერსისთვის“ უფრო დიდია, ვიდრე ხსენებული 3 კალათბურთელის.
ტიგი
და დრაგიჩი ერთსა და იმავე სიტუაციაში არიან
- მათი ოქროს წლები ჩავლილია და არსებულის მსგავს კონტრაქტსაც კი ტიტულის მაძიებელი
არც ერთი გუნდი შესთავაზებს. შესაბამისად, მათ 2 არჩევანი აქვთ - 1 წლით გადავიდნენ
ისეთ გუნდში, რომელიც მზად იქნება მათთვის დიდი თანხის გადასახდელად მხოლოდ იმიტომ,
რომ NBA-ს
წესები არ დაარღვიოს, რომელიც გუნდებს გასაცემი ხელფასების მინიმალურ დონეს უსაზღვრავს
ან დასჯერდნენ დაბალ (შესაძლოა, ვეტერანის მინიმუმს ან უკეთესს) და ნანატრი ბეჭდისათვის
იბრძოლონ. ავტომატურად ამ სიაში მოხვდება რეჯი
ჯექსონიც, თუ „კლიპერსი“ წელს ჩემპიონი ვერ გახდა.
ცალკე გამოვყოთ გალინარი და კრაუდერი - იტალიელი შეტევაშია უკეთესი, ამერიკელი - დაცვაში.
ორივეს აქვს ის რაც, „ლეიკერსს“ სჭირდება - კარგი სამქულიანი სროლა, როდესაც მას შესაბამის
პოზიციაზე დატოვებ. გადაცემის მიმცემისა და სივრცის შემქმნელის პრობლემა კი გუნდს ნამდვილად
არ აქვს. სანამ ამ 2 ვეტერანის კარიერული და მიმდინარე სეზონის მაჩვენებლებზე გადავიდოდეთ,
აქვე ვიტყვი, რომ პლეი-ოფში ორივე მათგანი შედარებით ერიდება თამაშის საკუთარ თავზე
აღებას და რეალიზაციის პროცენტიც რეგულარულისაზე დაბალია, მაგრამ განსხვავება მცირეა.
ამასთან, როდესაც გუნდში ლებრონი გყავს, პლეი-ოფში ავტომატურად განსხვავებულ „მეფეს“
უნდა მოელოდე.
წუთი
|
ქულა
|
მოხსნა
|
გადაცემა
|
%
|
3 ქ. %
|
საჯარიმოს %
|
||
გალინარი
|
კარიერა
|
31.1
|
15.9
|
4.9
|
2
|
42.5
|
37.6
|
87.1
|
2018/19
|
30.2
|
19.8
|
6.1
|
2.6
|
46.3
|
43.3
|
90.4
|
|
კრაუდერი
|
კარიერა
|
24.6
|
9.5
|
4.1
|
1.5
|
41.9
|
33.4
|
78.9
|
2018/19
|
29.4
|
9.9
|
6.2
|
2.8
|
36.8
|
29.3
|
77.9
|
*კარიერის
საუკეთესო მაჩვენებელი
ერთი შეხედვით, გალინარი, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, „ლეიკერსისთვის“ უკეთესი
ვარიანტია, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დაცვის ფაქტორი - კრაუდერის დამატება გუნდს საშუალებას მისცემს,
დენი გრინის გაცვლაზე დაფიქრდეს და კიდევ ერთი, მეტწილად შეტევაზე ორიენტირებული
მოთამაშე დაიმატოს. გრინს და კრაუდერს რომ ვადარებდე, დაუფიქრებლად პირველს
ავირჩევდი, მაგრამ აქ საუბარი „ლეიკერსზე“ და მისი მომავალი სეზონის ამბიციებზეა. იტალიელთან
შედარებით, ჯეის დამატების ვარიანტი კიდევ
იმით მხიბლავს, რომ ვერ გეტყვით, რამდენად პროდუქტიული იქნება დანილო გუნდში მე-3 შემტევად, კრაუდერი კი მე-4 ვარიანტობაზეც არ იტყვის
უარს. კრაუდერს ლებრონთან და ბრედლისთან ერთად უთამაშია - ჯეიმსთან რაღაც ვერ აეწყო (ის კლივლენდი საერთოდ
არ ვარგოდა), ბრედლისთან კი შეთამაშებულია
და დღემდე მეგობრობს.
დაგვრჩა მელო
- ლეგენდა, რომელიც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ კი არა, რომელიმე სიაში ბოლო ადგილზე
გავიდოდა, მაგრამ დრო გადის და ყველაფერი იცვლება. ენტონის დამატებაზე „ლეიკერსი“ შუა სეზონშიც ფიქრობდა, მაგრამ იგი საბოლოოდ
პორტლენდში აღმოჩნდა და იმის მიუხედავად, რომ სტაბილურობით დიდად ვერ გამოირჩევა, რამდენიმე
დასამახსოვრებელი შეხვედრა მაინც ჩაატარა. არ ვიცი, რატომ არ დაიმატა ის პელინკამ,
მაგრამ თუ ამის მიზეზი რისკის თავიდან აცილება იყო, ეს პრობლემა ახლა დღის წესრიგში
აღარ დგას. თუ „ლეიკერსში“ ეშინოდათ, რომ მელო
გუნდში მე-3 შემტევად ყოფნას ვერ შეეგუებოდა, ამაზე პასუხი „ბლეიზერსში“ მისმა გამოსვლამ
კარგად დაგვანახა. მან, თითქოს, გვერდზე გადადო პირადი ამბიციები და ცხოვრებაში პირველად
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის გუნდურად თამაშს ცდილობს. თუ ჩემი მოლოდინები გამართლდა,
2.2, 3 ან თუნდაც 5 მილიონად მისი დამატება ნამდვილად ღირს.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არიან კალათბურთელები, რომლებმაც „ლეიკერსში“ უნდა ითამაშონ და არიან ისეთებიც, რომლებიც ამ გუნდს არ უნდა გააკარო (თუნდაც ლინი და მოზგოვი). მელო სწორედ ისაა, ვინც კარიერულად კალიფორნიას იმსახურებს. თუნდაც ისე, როგორი ვარიანტიც მას ახლა აქვს. ის უკვე 35 წლისაა და შეიძლება კარიერის ძალიან სიმბოლური დასასრულიც „გამოაცხოს“ - ბეჭედი მის საუკეთესო მეგობართან ერთად გუნდში, რომელშიც მათმა „უფროსმა ძმამ“ 20 წელი გაატარა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არიან კალათბურთელები, რომლებმაც „ლეიკერსში“ უნდა ითამაშონ და არიან ისეთებიც, რომლებიც ამ გუნდს არ უნდა გააკარო (თუნდაც ლინი და მოზგოვი). მელო სწორედ ისაა, ვინც კარიერულად კალიფორნიას იმსახურებს. თუნდაც ისე, როგორი ვარიანტიც მას ახლა აქვს. ის უკვე 35 წლისაა და შეიძლება კარიერის ძალიან სიმბოლური დასასრულიც „გამოაცხოს“ - ბეჭედი მის საუკეთესო მეგობართან ერთად გუნდში, რომელშიც მათმა „უფროსმა ძმამ“ 20 წელი გაატარა.
თავისუფალი აგენტები და მათი შესაძლო კონტრაქტები გავიარეთ,
ახლა კი გუნდის გაძლიერების მეორე ვარიანტზე - გაცვლებზე ვილაპარაკოთ. ბუნებრივია,
„ლეიკერსს“ გაცვლისასაც იგივე ინტერესი ამოძრავებს (ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს)
- კარგი მსროლელები. სანამ პოტენციურ სამიზნეებზე გადავიდოდეთ, ჯერ გუნდის შემადგენლობას
კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და ვთქვათ, რომელი მოთამაშის გაცვლაა შესაძლებელი და
რომლის - არა.
სათამაშო დრო
|
სროლის რაოდენობა შეხვედრაში
|
სროლის სიზუსტის %
|
3ქ. %
|
ქულა
|
გამორჩეული კომპონენტი
|
ხელფასი
|
|
პოუპი
|
25:24
|
7.4
|
47.2
|
39.4
|
9.5
|
დაცვა & 3ქ
|
8.49
|
გრინი
|
25:06
|
7.0
|
41.9
|
37.8
|
8.2
|
დაცვა & 3ქ
|
15.36
|
კუზმა
|
24:36
|
10.9
|
43.2
|
29.7
|
12.5
|
აფეთქებები
|
3.56
|
ბრედლი
|
24:12
|
7.8
|
44.4
|
36.4
|
8.6
|
დაცვა, სტაბილური სროლა
|
5
|
კარუზო
|
17:48
|
4.5
|
42.3
|
35.5
|
5.4
|
დაცვა, სანახაობა, მოედნის კარგი ხედვა
|
2.75
|
მაკგი
|
16:48
|
4.6
|
64
|
50
|
6.8
|
ათლეტურობა
|
4.2
|
კუკი
|
10:48
|
4.6
|
43.9
|
37.9
|
4.8
|
3ქ
|
3
|
ამ ცხრილში თავმოყრილია ყველა ის მოთამაშე, რომლის გაცვლითაც
გუნდმა, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მიიღოს. მხოლოდ რიცხვებს თუ დავეყრდნობით, პოუპის გაცვლა გუნდისთვის ყველაზე წამგებიანია,
რადგან, როგორც სროლის, ისე სამქულიანის პროცენტით ამ სიაში საუკეთესოა. ამასთან, ის
ერთ კომპონენტში ძალიან კარგ შედეგს აფიქსირებს - ერთი სროლიდან საშუალოდ 1.28 ქულას
აგროვებს, რაც ლიგის უკანახაზელებს შორის 27-ე შედეგია. აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსში“
გატარებულ განვლილ 2-ვე სეზონში მისი ანალოგიური მაჩვენებელი 1.24 იყო და თუ „დეტროიტში“
გატარებულ სეზონებსაც გავითვალისწინებთ, ერთი სეზონის გარდა, პოუპს ამ მაჩვენებელში
მუდმივი პროგრესი აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი მომავალ
სეზონში 1.30-საც კი გადაცდეს, რაც 10 სროლის შემთხვევაში 13 ქულას უდრის.
ყველაფერთან ერთად, პოუპის კონტრაქტში წერია, რომ მას ნებისმიერი გაცვლისათვის ვეტოს დადების
უფლება აქვს. შესაბამისად, მისი მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გაშვება შეუძლებელია.
ანალოგიური პრივილეგიით ისარგებლებენ მაკგი
და რონდო, თუ კონტრაქტი გაახანგრძლივეს.
რჩებიან კარუზო,
გრინი, ბრედლი, კუკი და კუზმა.
კენტავიუსის
მსგავსად, ერთი სროლით აღებული ქულების მაჩვენებელი ძალიან კარგი აქვს ალექს კარუზოსაც - უკანასკნელ 3 სეზონში 1.16, 1.33 და 1.2. თუ მომავალ წელს
ეს რიცხვი 1.25-ის ფარგლებში იქნება, 8 სროლის შემთხვევაში იგი 10 ქულას დააგროვებს. ალექსი ძალიან კარგია დაცვაშიც და
მისი ხასიათიდან გამომდინარე, პარკეტზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ყველაფერთან ერთად,
კარუზო თავისი ფიზიკური მონაცემებისათვის
შეუსაბამო ეფექტური მომენტებითაც გვანებივრებს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი
არაა ფანების დამოკიდებულება „მელოტი მამბას“ მიმართ - ის გულშემატკივართა ფავორიტია
და ვფიქრობ, მისი გაცვლა, თუ ეს მეორე მხარემ არ მოითხოვა, დაუშვებელია.
გაცვლისას ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება,
თუ რამდენად შედის მოთამაშე გუნდის გრძელვადიან გეგმებში, ამ მხრივ კი წინა
ზაფხულში „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობამ კუზმა
გამოარჩია. კაილს საწყისი პერიოდი გაუცდა
და ტრავმიდან ცუდ ფორმაში დაბრუნების შემდეგ, ყველა მის ათამაშებას ველოდით, მაგრამ
ამაოდ. მას ცუდი სეზონი აქვს და ამიტომაც, ჩემი აზრით, გაცვლის მთავარი კანდიდატია.
კაილი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და მთელი კარიერა წინ აქვს. 2017 წლის დრაფტამდე
მას არავინ იცნობდა და ძალიან კარგად ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ, სრულიად დამსახურებულად
მოხვდა ახალწვეულთა პირველ სიმბოლურ გუნდში. თავად განსაჯეთ - 16.1 ქულა და 6.3 მოხსნა
- ახალბედასთვის კი არა, ბევრი გამოცდილი მოთამაშისთვისაც შესაშური სტატისტიკაა.
ლებრონის
გადმოსვლის შემდეგ, მისმა შედეგიანობამ კიდევ უფრო იმატა და გასულ სეზონში იგი საშუალოდ
18.7 ქულას აგროვებდა. ალბათ, მეტწილად სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გუნდიდან ინგრამი გაუშვეს და არა კუზმა. პელინკა მას გუნდის მე-3 მოთამაშედ
მოიაზრებდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ სერიოზული ამბიციების მქონე გუნდში მნიშვნელოვანი
როლის შესათავსებლად ის ჯერ მზად არაა.
სეზონი
|
წუთი
|
%
|
3ქ. %
|
საჯარიმო
|
მოხსნა
|
გადაცემა
|
ჩაჭრა
|
დაფარება
|
ქულა
|
2017/18
|
31.2
|
45
|
36.6
|
70.7
|
6.3
|
1.8
|
0.6
|
0.4
|
16.1
|
2018/19
|
33.1
|
45.6
|
30.3
|
75.2
|
5.5
|
2.5
|
0.6
|
0.4
|
18.7
|
2019/20
|
24.6
|
43.2
|
28.7
|
73.8
|
4.5
|
1.3
|
0.4
|
0.4
|
12.5
|
კუზმას
რეგრესი აშკარაა და ვფიქრობ, აღარ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ ის კიდევ მოუმატებს.
ადრე თუ გვიან, კაილი გაიცვლება და რაც
მალე მოხდება ეს, მით მეტ სარგებელს ნახავს გუნდი, რადგან ის ჯერ კიდევ ნიჭიერთა კატეგორიაში
გადის - რაც არ უნდა იყოს, მოთამაშეები, რომლებიც მეორე სეზონში 18.7 ქულას აგროვებენ,
არცთუ ხშირია. მას შეუძლია, კარგ გუნდურ შემტევად ჩამოყალიბდეს, თორემ დაცვაში სუსტია
- ყველაზე სუსტი მთელს გუნდში და პრინციპში, ერთადერთი ცუდი დამცველია იმ მოთამაშეებს
შორის, რომლებიც „ლეიკერსში“ სათამაშო დროს იღებენ.
სავარაუდოდ, სხვა მოთამაშეთა გაცვლასაც ვიხილავთ, მაგრამ,
ჩემი აზრით, ნებისმიერი პაკეტი კუზმას ირგვლივ
იქნება აგებული და ამას ბევრი მიზეზი აქვს, მთავარი კი ისაა, რომ NBA-ში არსებობს წესი,
რომლის მიხედვითაც, გაცვლის შედეგად მიღებული და გასხვისებული მოთამაშეების ხელფასები
გარკვეულ პროპორციაში უნდა ჯდებოდეს, უფრო კონკრეტულად კი ეს ზღვარი ორივე მხარისათვის
125% +100,000 $-ია - მაგალითად, თუ ცვლი მოთამაშეს, რომლის ხელფასი 10 მილიონია და
15 მილიონიანის დამატება გინდა, ამ წესის დასაცავად, გაცვლაში შენი გუნდიდან მინიმუმ
ერთი მოთამაშის დამატება გიწევს, რომლის ხელფასი 1.9 მილიონიდან 8.85 მილიონამდეა.
კაილის
ხელფასი მომავალ სეზონში 3,562,178 მილიონი დოლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ
კუზმას გაცვლით, „ლეიკერსი“ ვერ მიიღებს
მოთამაშეს, რომლის ხელფასიც 4,552,722 დოლარს აღემატება. ამ ფასად კი დღეს კარგი მოთამაშის
დამატება რთულია. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, გუნდს ნებისმიერ გაცვლაში რომელიმე სხვა
მოთამაშის ჩართვა მოუწევს და საინტერესო ნაწილიც სწორედ აქ იწყება.
კუზმას
გუნდში რაიმე განსაკუთრებული როლი ნამდვილად არ აკისრია. შესაბამისად, მისი დაკარგვის
შემთხვევაში, „შევსებაზე“ ბევრი ფიქრი ნამდვილად არ მოუწევს, რადგან როდესაც კარგი
შემტევის დამატებაზე ვსაუბრობთ, 12.5 ქულა მიზერულია და არც მძიმე ფორვარდის 4.5 მოხსნაა
შთამბეჭდავი. როგორც უკვე ვთქვი, ქოლდველ-პოუპს
და მაკგის გუნდი მხოლოდ თავისი ნებით ვერ
გაცვლის, ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე კარგ ვარიანტად კუკის ან გრინის გაცვლა რჩება. რატომ?
1. კუკი
კარგია, მაგრამ გასაგები თუ გაუგებარი მიზეზების გამო, მისი როლი „ლეიკერსში“ უფრო
ნაკლებია, ვიდრე ჩემპიონ „უორიორზში“. მას კარგად შეუძლია ბურთის ტარება და დაყენებული
სროლაც აქვს, როგორც საშუალოდან, ისე სამქულიანიდან. თუმცა, თუ მას ვოგელი როტაციაში
უფრო მეტად გამოიყენებს, მისი შედეგიანობაც გაიზრდება და პერიმეტრიდან შეტევის პრობლემაც
შემცირდება (არ მოგვარდება, მხოლოდ შემცირდება)
2. გრინი
პერიმეტრზე მთელს NBA-ში
ერთ-ერთი საუკეთესოა - როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, მაგრამ, მისი ასაკიდან გამომდინარე,
მეეჭვება, 2020-2021 სეზონის შემდეგ „ლეიკერსში“ დარჩეს. 1 სეზონისთვის კი, რომელიმე
სარფიან გაცვლაში მისი არჩართვა შეცდომად მიმაჩნია. კუკისგან განსხვავებით, მისი ხელფასი დიდია და კუზმასთან ერთად გაცვლის შემთხვევაში, გუნდს ერთბაშად რამდენიმე მოთამაშის
დამატება შეუძლია, რომელთა ხელფასები ჯამში 23.76 მილიონი დოლარამდეა.
ბუნებრივია, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა მოხდება,
მაგრამ ასეთი სცენარი წარმოვიდგინოთ - გუნდმა გაცვალა გრინი და კუზმა, დევისი, პოუპი, ბრედლი, მაკგი და რონდო კი დარჩნენ. „ლეიკერსს“ ჰყავს 9 მოთამაშე, რომელთა ხელფასთა ჯამი
101.9 მილიონია. გავითვალისწინოთ დენგის
5 მილიონიც და მივიღებთ 9 მოთამაშისათვის გადასახდელ 107 მილიონს.
ერთ კალათბურთელს გუნდი დრაფტზე აიყვანს, რომლის ხელფასი,
დაახლოებით, 1 მილიონამდე იქნება. ამას დავუმატოთ ჰოვარდი ან ქაზენსი - ორივე
მათგანის ხელფასი, სავარაუდოდ - 3-4 მილიონის ფარგლებში. მივიღეთ 11 მოთამაშე და
112 მილიონი. თუ ვამბობთ, რომ გუნდისაგან დაახლოებით 134 მილიონის გამოყოფას უნდა ველოდოთ,
გამოდის, რომ 22 მილიონი 3-4 მოთამაშეზე უნდა გავანაწილოთ.
ვფიქრობ, გუნდისთვის იდეალური ვარიანტი შემდეგია:
- 1-2 მსროლელი ან მსუბუქი ფორვარდი
- 1-2 მსუბუქი ან მძიმე ფორვარდი
ეს 2-3 მოთამაშე გუნდმა ისე უნდა შეარჩიოს, რომ მათგან
ჯამში 25+ ქულა მიიღოს და დაცვაში გრინის
არყოფნა გადაფაროს.
დიდი ალბათობით, თუ „ლეიკერსი“ გრინისა და კუზმას გაცვლას გადაწყვეტს, საქმე 3 ან 4 გუნდიან გაცვლასთან გვექნება
და იმის თქმა, თუ რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ამ გაცვლაში ან ვინ სად წავა,
ძალიან რთულია, თუმცა სტანდარტული, 2
გუნდიანი გაცვლის რამდენიმე ვარიანტს აქვე შემოგთავაზებთ:
საკრამენტო
- ბიელიცა + ბოგდანოვიჩი
ოკლაჰომა - შროდერი
ორლანდო - გორდონი
(შესაძლოა, ამ გაცვლაში სხვა მოთამაშის ჩართვაც გახდეს საჭირო)
ჰიუსტონი - კოვინგტონი
+ მაკლმორი
ფილადელფია - რიჩარდსონი
+ სკოტი + პიკები
ჩიკაგო - ლავინი
(შესაძლოა, ამ გაცვლაში სხვა მოთამაშის ჩართვაც გახდეს საჭირო)
ინდიანა - მაკდერმოტი
+ უორენი
ფინიქსი - უბრე
+ კამინსკი
ბუნებრივია, გრინისა
და კუზმას დუეტის გაცვლა აუცილებელი არაა
და მოთამაშეთა დამატების სხვა გზებზეც შეიძლება ფიქრი. რაც შეეხება სხვა კალათბურთელებს
და გაცვლით კომბინაციებს, ვარიანტები უამრავია, თუმცა ჩემთვის და, ალბათ, ბევრისთვის
საუკეთესო ვარიანტი შემდეგი იქნება:
დერიკ როუზი „ლეიკერსში“, კუზმა და დამატებით ვინც დასჭირდება (თუნდაც
კუკი ან ბრედლი), „პისტონსში“. ეს გაცვლა ძალიან რეალურია, რადგან როუზისა და „ლეიკერსის“ გზები, თითქოს, ერთხელ
მაინც უნდა შეერთდეს, კუზმა კი მიჩიგანშია
დაბადებული და მშობლიურ მხარეში თამაშს სხვა ხიბლი აქვს. ამას ემატება ისიც, რომ „პისტონსს“
ფორვარდის პოზიციაზე შემტევთა აშკარა დეფიციტი აქვს.
იდეალურს რაც შეეხება, მომავალ სეზონში 135 მილიონად
„ლეიკერსს“ თავისუფლად შეუძლია შემდეგი შემადგენლობა ჰყავდეს:
PG: ლებრონი,
როუზი, კარუზო
SG: ბრედლი, ბოგდანოვიჩი
SF: კრაუდერი, მელო
PF: დევისი, ბიელიცა
C: მაკგი, ჰოვარდი
დამეთანხმებით, საოცარი შემადგენლობაა, რომლის მეშვეობითაც
„ლეიკერსი“ ბეჭდის მოგების უმთავრესი კანდიდატი იქნება. ამ გუნდის კიდევ ერთი დადებითი
მხარე კი ისაა, რომ 2021 წლის ზაფხულში უმრავლესობას კონტრაქტი ამოეწურება, რაც კალიფორნიელებს
შესაძლებლობას მისცემს, საოცარი თავისუფალი აგენტებით დატვირთულ ბაზარზე ვეებერთელა
ოქროს თევზი დაიჭირონ. მთავარი სამიზნე კი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იანისი იქნება და ამაზე „ლეიკერსი“ უკვე აშკარად
მუშაობს. რატომ და როგორ, ამაზე შემდეგ სტატიებში, დღეისათვის კი, ვფიქრობ, საკმარისია.
ესაა ჩემი არცთუ მცირე პროგნოზი „ლეიკერსის“ უახლოეს
მომავალზე და იმედია, ამჟამინდელი ან ოდნავ შეცვლილი შემადგენლობა მოლოდინს გაამრთლებს.
„დრონი მეფობენ და არა - მეფენი“ და იმედია, „ლეიკერსს“
ეს დრო ჯერ კიდევ აქვს.
ლევან გოგოტიშვილი
ლევან გოგოტიშვილი
Comments
Post a Comment