წლევანდელი ზაფხული გამორჩეულია. ისტორიას სამუდამოდ შემორჩება ის "ტრეიდები", რომლითაც ჩვეულებრივი გუნდები "გოლდენ სტეიტად" გადაქცევას ცდილობენ. ემსგავსებიან "უორიორზს" ბევრი ვარსკვლავის დამატებით, თორემ "გოლდენი" სხვაგანაა, საერთოდ სხვაგან. თავისთვის, მშვიდად ელის
ოკლენდში ცხოვრება სასიამოვნოა და ლებრონს სურს, რომ ასე იყოს კლივლენდშიც. სურს, რომ მისი ქალაქი იყოს უკეთესი. იყოს საუკეთესო საკალათბურთო ცხოვრების მხრივ, თორემ სხვა მხრივ, ეჭვი მეპარება, ოჰაიო ოდესმე კალიფორნიას გაუთანაბრდეს.
"ჩვენ უნდა დავიმატოთ გამთამაშებელი! ამას აღარ გავიმეორებ! ჩვენ ის გვჭირდება!"
ეს განცხადება მეფემ გასული სეზონის მიმდინარეობისას გააკეთა, როდესაც გუნდმა კაილ კორვერი დაიმატა და ეს სურვილი არ იყო ერთადერთი, რომელიც ჯეიმსს "კლივლენდში" შეუსრულეს. შეუსრულეს ძალიან მაღალ დონეზე - სკამისთვის მოუყვანეს გამთამაშებელი, რომელსაც ბევრი გუნდი სასტარტოში ინატრებდა. პრინციპში, დერონს აქამდე მეორე ხუთეულში არასდროს უთამაშია.
შედეგი?
ლებრონმა და მისმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ ააოხრეს აღმოსავლეთი და ფინალამდე მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ისიც შემთხვევით. ფინალში კი ყველაფერი პირიქით მოხდა - "კლივლენდს" "გოლდენ სტეიტმა" საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და "კავსმა" მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლო და ბევრის აზრით, ისიც შემთხვევით და იმ მიზეზით, რომ "უორიორზს" საკუთარ კედლებში სურდა გაჩემპიონება. არ ვეთანხმები, მაგრამ ფაქტი ფაქტია - 4:1 და არანაირი შანსი.
ზაფხულში ოჰაიოში ძალიან დაცხა. ჯერ ფინალში მარცხი "მონელებული" არ იყო, როდესაც გუნდმა სხვადასხვა ვარსკვლავებთან და მათ გუნდებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ყველა სუპერვარსკვლავი, რომელსაც მომავალ სეზონში ჩემპიონობის შანსი არ ჰქონდა, "კლივლენდს" დაუკავშირეს. მარკ გაზოლი, დემარკუს კაზინსი, ენტონი დევისი, კარმელო ენტონი, გორდონ ჰეივორდი, პოლ ჯორჯი, დუეინ უეიდი, დერიკ როუზი, კრის პოლი, რაჟონ რონდო... ეს არასრული ჩამონათვალია იმ მოთამაშეებისა, რომელთა დამატებაც გუნდს სურდა. მოკლედ, ისეთი ამბავი ატყდა, კობისთვის რომ კარიერის განახლება შეეთავაზებინათ, აღარც ეგ გამიკვირდებოდა.
საწყის ეტაპზე გუნდმა მხოლოდ ჯეფ გრინის დამატება შეძლო. შემდეგ იყო დერიკ როუზი, რომელიც ამ სიიდან N1 სამიზნე ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სათადარიგო გამთამაშებლად იდეალური ვარიანტია. ბევრისგან განსხვავებით, ყოფილი MVP ჯერ არ ჩამომიწერია და თუ ძველი ფორმის დაბრუნება შეძლო, მერე ვნახოთ, ვინ იქნება სათადარიგო.
ამის შემდეგ კი მოხდა ის, რამაც მე ერთი ნაცნობი ფრაზა წარმომათქმევინა - "იწყება თავდავიწყება"! ირვინგმა გაცვლა მოითხოვა! როგორც ლებრონი, კაირი და "კლივლენდის" წარმომადგენლები აცხადებენ, ახალგაზრდა გამთამაშებელს უბრალოდ გუნდის ლიდერობა და "ჩრდილიდან" გამოსვლა სურდა, რაც აქ შეუძლებელი იყო. ეს ოფიციალური ინფორმაციაა, თუმცა რამდენად სანდო, არ ვიცი. პირადად მე ვერავინ და ვერაფერი დამარწმუნებს, რომ ეს სიმართლეა და რაიმე სახის კონფლიქტი ადგილი არ ჰქონდა.
გაცვლის პროცესი ცოტა "გაიწელა". იყო რამდენიმე ვარიანტი - "სან ანტონიო", "ჰიუსტონი", "ბოსტონი", "მინესოტა" და სხვები. საბოლოოდ ირვინგი აიზეას, კრაუდერის, ზიზიჩისა და 2018 და 2020 წლის დრაფტების პიკების სანაცვლოდ "სელტიქსში" აღმოჩნდა. რთულია იმის თქმა, ვინ მოიგო ამ გაცვლით. ამ კითხვას პასუხს მხოლოდ დრო გაცემს.
სანამ "კლივლენდი" კაირის გაცვლითა და 2020 წლის მეორე რაუნდის პიკის მისაღებად "ბოსტონთან" ვაჭრობით იყო დაკავებული, სხვა გუნდებმა დრო ნაყოფიერად გამოიყენეს და "კავალიერსის" სასურველი მოთამაშეები ერთმანეთის მიყოლებით გადაიბირეს. ჯერ იყო და "ბოსტონმა" ჰეივორდი დაიმატა, შემდეგ ბატლერი "ტიმბერვულვზში" გაუშვეს. პროცესში კიდევ რამდენიმე საინტერესო გაცვლა განხორციელდა:
პოლ ჯორჯი → "ოკლაჰომა"
კრის პოლი → "ჰიუსტონი"
რაჟონ რონდო → "ნიუ ორლეანი"
ბოლოს კი იყო კარმელო.
როგორც იქნა!
დასრულდა ენტონის სატრანსფერო საგა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. "კლივლენდი" ბოლო წამამდე ცდილობდა ლებრონის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დამატებას, მაგრამ თუ რაიმეს მიღება გსურს, რაღაც უნდა გაიღო. "კავსს" კი არავის დათმობა სურდა. გამოჩნდა "ოკლაჰომა" და მაკდერმოტის, კანტერისა და კიდევ მცირე ბონუსების სანაცვლოდ უესტბრუკი - ჯორჯი - კარმელოს დიდი სამეული შეკრა.
ყველამ ჩათვალა, რომ ამ გაცვლის შემდეგ სატრანსფერო ბაზარი დასრულდა და სუპერ გარიგებას აღარავინ ელოდა. თუმცა, უცებ ფეხი დუეინ უეიდმა გამოყო და ჯერ "ბულსთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია, შემდეგ კი "კლივლენდში" უახლოეს მეგობარსა და ძველ თანაგუნდელს შეუერთდა. უეიდისა და ლებრონის დუეტის დაბრუნება ძალიან დამაინტრეგებელი და საინტერესოა - ყველას ახსოვს, თუ რეებს აკეთებდნენ ისინი "მაიამის" შემადგენლობაში და რა შედეგებს დებდა ის გუნდი.
ჯეიმსისა - უეიდის ტანდემმა 4 სეზონში 2-ჯერ მოიგო ლიგა, ორჯერ კი სუპერფინალში დამარცხდა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომელსაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი ლიდერობდა. უსწრაფესი და ულამაზესი კალათბურთი, ერთმანეთის აზრების კითხვა, მოედნის მიღმა ძალიან ახლო ურთიერთობა და გამარჯვების წყურვილი. სწორედ ამ მიზეზებმა განსაზღვრა იმ ფორმაციის "მაიამი ჰითის" წარმატება. "Heat" იდეალურად აღწერს იმ ვითარებას, რაც იმ წლებში მაიამიში სუფევდა.
ყველამ ძალიან კარგად იცის ლებრონისა და უეიდის მეგობრობის შესახებ. მეფეს დუეინი ძალიან უყვარს და ემოციებს ვერ მალავდა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა იგრძნო, როდესაც უეიდის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო:
საბოლოო ჯამში, "კავალიერსისთვის" ზაფხული ძალიან პროდუქტიული გამოდგა. გუნდი მხოლოდ ირვინგმა დატოვა, ახალწვეულები კი მრავლად არიან და საკმაოდ მაღალი დონისაც - ტომასი, როუზი, კალდერონი, უეიდი, ოსმანი, კრაუდერი, გრინი, ზიზიჩი + 2018 წლის პირველი და 2020 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკები. გუნდთან ერთად ვარჯიშობს კენდრიკ პერკინსიც და სავარაუდოდ, მინიმალურ კონტრაქტსაც გამოკრავს ხელს. თუმცა, როგორც ოჰაიოელთა გულშემატკივრები აცხადებენ, ეს დასასრული არაა - გუნდს მარკ გაზოლის ან დემარკუს კაზინსის დამატება სურს.
რა გამოდის?
PG - აიზეა ტომასი, როუზი, კალდერონი
SG - დუეინ უეიდი, ჯრ. სმიტი, კორვერი, შამპერტი
SF - ლებრონ ჯეიმსი, კრაუდერი, გრინი, ოსმანი
PF - კევინ ლავი, ფრაი, ჯეფერსონი
C - ტრისტან ტომპსონი, ტავარესი, ზიზიჩი, პერკინსი
სეზონის განაცხადში 15 კალათბურთელი ხვდება, მატჩების განაცხადში კი - 13. ამჟამად გუნდში 17 მოთამაშეა, პერკინსი კი შესაძლოა, მე-18 გახდეს, რაც ეჭვს ბადებს, რომ "კავალიერსისგან" გარკვეული მოქმედებები მართლა მოსალოდნელია.
მაინც რისი გაკეთება შეუძლია გუნდს?
კალდერონის, ოსმანის, ჯეფერსონის, პერკინსის, ტავარესისა და ზიზიჩის საჭიროება გუნდს დიდად არ აქვს. ლიმიტირებულ დროს მიიღებენ კორვერი და შამპერტი. შესაბამისად, ძირითადი ბირთვი ასეთი იქნება:
PG - აიზეა ტომასი, როუზი
SG - დუეინ უეიდი, ჯრ. სმიტი,
SF - ლებრონ ჯეიმსი, გრინი
PF - კევინ ლავი, კრაუდერი
C - ტრისტან ტომპსონი, ფრაი
10 მოთამაშე გასაგებია, დარჩა 3 (5) იქიდან გამომდინარე, რომ აიზეა 2018 წლამდე თამაშს ვერ შეძლებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალდერონს გუნდი არ გაუშვებს - ესეც მე-11. დარჩენილ ორ ადგილს რაც შეეხება, ტავარესის, ოსმანის, ზიზიჩის და შამპერტის გაცვლა სავსებით შესაძლებელია. თანაც, ახალგაზრდა თურქს უკვე ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს. მსურველები ეყოლება კორვერსაც. ჯეფერსონი სავარაუდოდ ვერსად წავა და კონტრაქტის ამოწურვამდე ლებრონთან იქნება (კიდევ 2 სეზონი). ესეც 12. თუ პერკინსთან კონტრაქტი გაფორმდა, მასაც დაიტოვებენ. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს პრობლემები სამწამიანში აქვს, აქცენტი მაღალი მოთამაშის დამატებაზე უნდა გაკეთდეს და გაცვლაში, შესაძლოა, ტომპსონი, ფრაი ან გრინიც ჩართონ.
რეალურად მეჩვენება გაცვლა "მემფისთან":
Marc Gasol → Cleveland Cavaliers
Tristan Thompson, Kyle Korver, Jeff Green, Iman Shumpert → Memphis Grizzlies.
რაც შეეხება ფრაის, ზიზიჩსა და ოსმანს, ვფიქრობ, ისინი გუნდში უნდა დარჩნენ.
"კლივლენდისთვის" იდეალურ შემადგენლობას მე ასე ვხედავ:
PG - აიზეა ტომასი, როუზი, კალდერონი
SG - დუეინ უეიდი, ჯრ. სმიტი,
SF - ლებრონ ჯეიმსი, კრაუდერი, ოსმანი
PF - კევინ ლავი, ჯეფერსონი, ფრაი
C - მარკ გაზოლი, პერკინსი, ზიზიჩი, ტავარესი
როგორც ხედავთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ლებრონს ტიტულის მოპოვებაში ტომასის, უეიდის, ლავისა და ტომპსონის გარდა, სკამიდანაც საკმაოდ კარგად დაეხმარებიან - როუზი, ჯრ. სმიტი, ჯეფ გრინი, კრაუდერი, ფრაი, კორვერი და შამპერტი, რომლებიც ბევრ გუნდის სასტარტოში გარანტირებულ ადგილს მიიღებდნენ, აქ სათადარიგო ვარიანტები არიან. ეს ის შემადგენლობაა, რომელიც, ჩემი აზრით, სიღრმეში "გოლდენ სტეიტსაც" კი აღემატება. შესაბამისად, თუ მეფეს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის სახელზე აქვს პრეტენზია, მომავალ წელს ბეჭედი აუცილებლად უნდა მოიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საუბრები სამუდამოდ მორჩება.
ლებრონი უკვე ლეგენდარული მოთამაშეა და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს. ეს არ არის პირველი, არც მეორე, ალბათ არც მესამე... და თუ მეფეს პირველობა სურს, ეს სეზონი ტრიუმფით უნდა დაასრულოს. რაც არ უნდა მოხდეს, ორი რამ ცხადია:
1. მას არასდროს დაივიწყებენ და ყოველთვის იდგება იქ, სადაც მაიკლი, კობი, უილტი, ქარიმი, მეჯიქი, დანკანი, ბერდი, რასელი და სხვები დგანან.
2. ის თავისი თაობის გამორჩეული და დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.
ჯეიმსისთვის გადამწყვეტი ბრძოლა იწყება...
ფარით ან ფარზე...

"ხუმრობთ? ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვი სკოლის პირველ დღეს - გაურკვევლობაში ხარ, გაინტერესებს რა გელის და საკლასო ოთახში შედიხარ. იქ კი შენს საუკეთესო მეგობარს ხედავ და ხვდები, რომ წინ ბევრი სასიამოვნო თავგდასავალი გელის. "ასწორებს" - მეტს ვერაფერს გეტყვით."

Comments
Post a Comment