Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2017

Cleveland Cavaliers - ფარით ან ფარზე

წლევანდელი ზაფხული გამორჩეულია. ისტორიას სამუდამოდ შემორჩება ის "ტრეიდები", რომლითაც ჩვეულებრივი გუნდები "გოლდენ სტეიტად" გადაქცევას ცდილობენ. ემსგავსებიან "უორიორზს" ბევრი ვარსკვლავის დამატებით, თორემ "გოლდენი" სხვაგანაა, საერთოდ სხვაგან. თავისთვის, მშვიდად ელის ახალ სეზონს. დაისვენებს პირველ 20-30 შეხვედრაში, ითამაშებს ნახევარი ძალით, სტარტზე წააგებს მაქსიმუმ 3-4 თამაშს და შემდეგ მოუმატებს. მოუმატებს იმ დონემდე, რა დონეც დასჭირდება, რომ პლეი-ოფში 16, 17 ან მაქსიმუმ 18 შეხვედრა ჩაატაროს და ტიტული შეინარჩუნოს. ოკლენდში ცხოვრება სასიამოვნოა და ლებრონს სურს, რომ ასე იყოს კლივლენდშიც. სურს, რომ მისი ქალაქი იყოს უკეთესი. იყოს საუკეთესო საკალათბურთო ცხოვრების მხრივ, თორემ სხვა მხრივ, ეჭვი მეპარება, ოჰაიო ოდესმე კალიფორნიას გაუთანაბრდეს. "ჩვენ უნდა დავიმატოთ გამთამაშებელი! ამას აღარ გავიმეორებ! ჩვენ ის გვჭირდება!" ეს განცხადება მეფემ გასული სეზონის მიმდინარეობისას გააკეთა, როდესაც გუნდმა კაილ კორვერი დაიმატა და ეს სურვილი არ იყ

"მგლების" აღმასვლა

"ამ ორ ღლაპში კევინი როგორ გაცვალეს" "ისეთი ბავშვები არიან, ზოგჯერ მგონია, მაზიანზეც ვერ ითამაშებენ" "ამას ხელფასს რამდენჯერაც გაუზრდი, იმდენ სულელურ "პრიჩოსკას" დაიყენებს" "რუბიომ 5 ქულა ჩააგდო, უეჭველი Career-High იქნება" "ელოდონ ახლა კიდევ ბევრი წელი რაიმე გამონათებას" ეს ის კომენტარებია, რომელიც სხვადასხვა პორტალებსა და ფეისბუქ-გვერდებზე ბევრჯერ შემხვედრია. "მარგალიტები", რომლითაც ადამიანები "მინესოტა ტიმბერვულვზს", მის ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს ამკობდნენ. ზოგი ლავის გაცვლით იყო უკმაყოფილო, ზოგიც - მის სანაცვლოდ მიღებული "განძით". ზოგი ასაკზე წუწუნებდა და წარუმატებლობას იმას აბრალებდა, თითქოს მოთამაშეები პასუხისმგებლობას ვერ აღიქვამდნენ (ყოველთვის მაინტერესებს, ასეთ კომენტარს რა ასაკის ადამიანები წერენ). ზოგს უბრალოდ ვარცხნილობის ხშირი ცვლა აღიზიანებს, ზოგი ფიქრობს, რომ ყველა მოთამაშემ 10-15 ქულა მაინც უნდა აკეთოს საშუალოდ - "თან "ასნავნოის" თამაშო

Boston Celtics

25-57 (მე-12 ადგილი) 40-42 (მე-7 ადგილი) 48-34 (მე-5 ადგილი) 53-29 (1-ლი ადგილი) ეს ის შედეგებია, რომლებიც აღმოსავლეთის ერთ-ერთმა გუნდმა უკანასკნელი 4 რეგულარულის განმავლობაში დადო. იმ 4 სეზონის, რომელიც მან თავისი ლეგენდის გარეშე ჩაატარა. 2013 წელს პოლ პირსი "ბრუკლინში", "ბოსტონი" კი ფსკერისაკენ წავიდა, მაგრამ ორივე მხოლოდ 1 წლით. 2014-15 წლების სეზონში გუნდმა აღმასვლა დაიწყო და NBA-ს ორი საუკეთესო გუნდიდან ერთი დაბრუნდა.  მუდმივი პროგრესი... ძალიან კარგი სატრანსფერო პოლიტიკა... ნაკლებად გაპიარებული, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა მწვრთნელი ახალგაზრდა კალათბურთელებით... მებრძოლი სული... ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რამაც მე-12 პოზიციიდან 1-ზე ასვლა განაპირობა და ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ 3 სეზონი დასჭირდა. თუ ვინმეს გაინტერესებთ, რამდენად რთულია ამის მიღწევა, წარმოიდგინეთ, რომ მომავალ წელს დასავლეთ კონფერენციას "დენვერი" მოიგებს, ან აღმოსავლეთს - "პისტონსი". შეუძლებელია.  როდესაც ჩემი

Golden State Warriors

შემადგენლობა, თამაშის სტილი, სისწრაფე, დაცვა, შეტევა, ტრანსფორმაციის საოცარი უნარი, მწვრთნელი... როდესაც იმაზე ფიქრობ, თუ რა აქვს ამა თუ იმ გუნდს გამორჩეული და ამდენ პუნქტს ჩამოწერ, მაგრამ სია მაინც არასრულია, ზედმეტი კითხვის დასმა აღარაა საჭირო - ეს გუნდი გასაოცარია და შესაბამის შედეგებსაც დებს. რას უნდა ველოდოთ "გოლდენ სტეიტისგან" მომავალ სეზონში? მოიცადეთ, დავფიქრდები... ნეტავ, რას? ასე ამ კითხვაზე არავინ გიპასუხებთ, რადგან პასუხი ძალიან მარტივია - ჩემპიონობას! არ ვამბობ, რომ "უორიორზი" აუცილებლად შეინარჩუნებს ტიტულს, მაგრამ მოლოდინი მაინც ესაა და ძნელია ამაში ეჭვი შეიტანო ან საწინააღმდეგო ამტკიცო და შენი პოზიციის დასადასტურებლად ბევრი არგუმენტი მოიყვანო. ეს არის გუნდი, რომლის მსგავსიც ლიგას შეიძლება საერთოდ არ უნახავს. უილტს, მეჯიქს, ჯაბარს, ბერდს, ჯორდანს, კობის, ლებრონს, სხვა ლეგენდარულ მოთამაშეებსა და მათ კლუბებს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ "გოლდენს" რომელიმე მოუგებდა ან პირიქით. შეუძლებელია ს

უკრაინამდე

ბოლო წლებია, საქართველოში საკალათბურთო განათლება საკმაოდ მაღალ დონეზეა და ამის მიზეზი მარტო ის არაა, რომ Silk TV NBA-ს Live-ებსა თუ ReLive-ებს გვთავაზობს. ამაში მთავარი "დამნაშავე" ჩვენი ნაკრებია, რომელიც ყველა მეტოქესთან ბოლომდე იხარჯება და თითოეულ მოთამაშეს ეტყობა, რომ იცის, საბოლოო განაცხადში შეყვანით რამხელა პასუხისმგებლობა დააკისრეს. დღეს სწორედ ამ ბიჭებზე მინდა დაწერა და აქვე აღვნიშნავ, რომ მათთვის მადლობის გარდა არაფერი მეთქმის.  გუშინდელი მატჩის შემდეგ, რა თქმა უნდა, მეც, ისევე როგორც თითოეული ქართველი გულშემატკივარი, გულდაწყვეტილი ვიყავი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გერმანიასთან მოგება შეიძლებოდა. ამით, ფაქტიურად, ჯგუფიდან გასვლას ვინაღდებდით. წინა Eurobasket-ებზე რომ დამეწერა, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი პროგრამა მინიმუმია, რისი შესრულებაც ბიჭებს ზედმეტი დაძაბულობისგან გაანთავისუფლებდა, მაგრამ წელს ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს და ამას ყველა კარგად ხვდება.  ლიტვასთან გამარჯვება არ იყო გამართლება და ეს საბონისმაც აღნიშნა. ის მატჩი დამსახურებულად მოვიგეთ, რადგან

რას უნდა ველოდოთ მომავალ სეზონში გუნდებისაგან?

თავი I  LA Lakers       გამარჯობა, ბოდიში ცოტა ხანგრძლივი განშორებისთვის და შევეცდები, ამხელა შუალედი თემებს შორის აღარასდროს მქონდეს. მიზეზები მიზეზებად დავტოვოთ, წარსულს ჩავაბაროთ და წინ გავიხედოთ. ბლოგზე ახალი თემა იწყება და იმედი მაქვს, რომ საკმაო ხანს გასტანს. ამ და რამოდენიმე შემდეგ სტატიაში NBA-ს გუნდებსა და შემდეგ სეზონში მათ სავარაუდო შედეგებზე და მიზნებზე ვისაუბრებ (სუბიექტურად თუ ობიექტურად).     თემას ჩემთვის N1 გუნდით - "ლეიკერსით" გავხსნი და მომავალში სხვა საინტერესო (ჩემი აზრით) გუნდებსაც გავივლი, მაგრამ თუ ვინმეს რომელიმე კონკრეტულ გუნდზე გენდომებათ ბლოგის წაკითხვა, დაწერეთ თქვენი სურვილი და აუცილებლად დავუთმობ დროს ნებისმიერ ორგანიზაციას.       "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" - "ფრენჩაიზი", რომელსაც აბსოლუტურად არანაირი შესავალი არ სჭირდება... ეს გუნდი NBA-ს ისტორიაა და, ალბათ, ყველას გული გვწყდება, როდესაც მას ასეთ სიტუაციაში, ბოლოსწინა ადგილისთვის მებრძოლს ვხედავთ. ჩემს სუბიექტურ აზრებსა თუ იმედებს მაქსიმალურად შევებრძ